2 000 კილომეტრი ჩინური პიკაპით
2 000 კილომეტრი ჩინური პიკაპით
06.02.2017
ცხადი იყო, რომ ისეთი მოგზაურობისთვის, რომლის შესახებ სტატია ალბათ უკვე წაიკითხეთ, მაღალი გამავლობის ავტომობილი გვჭირდებოდა - აუცილებლად სრული ამძრაობით, კლირენსით და დამადაბლებელი გადაცემით. თანაც, მანქანა უნდა ყოფილიყო ახალი და ჩვენთვისაც საინტერესო - ისეთი, რომლის შესახებაც ჩვენც ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა. ეს იმიტომ, რომ მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო. ასეთ ავტომობილს Great Wall-ის თბილისის ცენტრში მივაგენით - ეს გახლავთ ახალი პიკაპი Great Wall Wingle 6.

Auto Bild

«ევრო 4» სტანდარტის ეს ახალი ჩინური პიკაპი, რომლის ფასი Great Wall-ის ცენტრში 20 000 დოლარია, ყველანაირად ესადაგებოდა
ჩვენს მოგზაურობას. პირველ რიგში, ეს იყო ახალი და ჩვენთვისაც უცნობი ავტომობილი. რაც მთავარია, Wingle 6 აქვს ჩართვადი სრული ამძრაობა (ანუ, თუ არ გჭირდება, შეგიძლია სრული ამძრაობა გათიშო), მისაღები კლირენსი (200 მმ) და დამადაბლებელი გადაცემა. ეს ყველაფერი თეორიულად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მიხვალ ყველგან, სადაც საავტომობილო გზა მიდის, რაც პრაქტიკაშიც გამართლდა.

ერთადერთი, რამაც რთულად გასავლელი უღელტეხილების ვიწრო მოსახვევებში შეიძლება ხელი შეგიშალოს, მანქანის ზომაა. Wingle 6 სიგრძეში 5,35 მეტრია, რის გამოც, მაგალითად, სვანეთში, ქორულდის ტბაზე ასვლისას, რამდენჯერმე ერთი მოხვევით ვერ შევუხვიეთ და უკან დახევა და მოხვევის მეორე
მცდელობა დაგვჭირდა. სხვამხრივ, ამ ჩინურმა პიკაპმა ქართულ უგზოობებს თავი ძალიან კარგად გაართვა. რაც მთავარია, უნაკლოდ მუშაობს დამადაბლებელი გადაცემა და თუ საბურავებიც ხელს გიწყობს, პრობლემა არსად იქნება! მესტია, უშგული, სტეფანწმინდის მიმდებარე უგზოობები (გერგეთის ჩათვლით), შატილი - ყველა ეს ადგილი უპრობლემოდ მოვიარეთ.

Auto Bild

ჩინური ავტომობილებისგან ინტერიერის კარგი შესრულება უკვე აღარ გვიკვირს, მაგრამ Great Wall Wingle 6-მა ამ მხრივ განსაკუთრებით გაგვაოცა. სალონის შესრულებით ის აბსოლუტურად თანამედროვე პიკაპია. თუმცა მასაც აქვს პიკაპისთვის დამახასიათებელი ნაკლი - რესორებზეა და მაგრად დახტის! ამიტომაც, უკანა სავარძელზე ჯდომა დიდი გამოწვევაა. იმდენად დახტის, რომ მალევე მივხვდით - ან საბარგულში მძიმე ტვირთი უნდა ჩაგვედო, ანაც უკანა საბურავები უნდა დაგვეშვა. მოგეხსენებათ, პიკაპი პირველ რიგში სწორედ ტვირთის გადატანაზეა გათვლილი, უკანა ღერძმა დიდ სიმძიმეებს უნდა გაუძლოს და ამდენად, ეს ხტუნვა აბსოლუტურად ლოგიკურია (პიკაპის მფლობელები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობთ). საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ტვირთის ჩადებას და საწვავის ხარჯის მომატებას ისევ საბურავების ოდნავ დაშვება ჯობდა. ასეც მოვიქეცით და ჩვენი Wingle 6 უკვე საგრძნობლად ნაკლებად ხტოდა.

Auto Bild

სატესტო მოდელის ძრავა ბენზინის 2,4-ლიტრიანი აგრეგატი გახლდათ. ეს არის Mitsubishi-ს ძრავა 127-ცხენისძალიანი სიმძლავრით და აქვე გეტყვით, რომ Wingle 6 დიზელის 2-ლიტრიანი ძრავითაცაა ხელმისაწვდომი. გადაცემათა კოლოფი 5-საფეხურიანი მექანიკაა (დიზელის შემთხვევაში 6-საფეხურიანი). ჩვენ ჯამში 2000 კილომეტრი გავიარეთ და საწვავის საშუალო ხარჯმა (ყველა უგზოობის ჩათვლით) ზუსტად 12,8 ლიტრი შეადგინა, რაც 2-ტონიანი ბენზინისძრავიანი პიკაპისთვის მისაღები შედეგია. დიზელი, რა თქმა უნდა, გაცილებით ეკონომიური იქნება (ალბათ, 9 ლიტრი).

Auto Bild

ავტომობილის კომპლექტაცია საკმაოდ სრულყოფილია - ეს ეხება როგორც უსაფრთხოების, ისე კომფორტის კომპლექტაციას. ABS, EBD, ESP, მუხრუჭის ასისტენტი, საბურავებში წნევის კონტროლის მაჩვენებელი, უკანა პარკინგ-სენსორი - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და Wingle 6-ს სერიულად მოყვება. კონდიციონერი და უკანა მინის გამათბობელი ლოგიკურია და ამ პიკაპს თვით სავარძლების გათბობაც აქვს.

«ძალიან საინტერესოა, როგორ მდგომარეობაში იქნება ეს მანქანა წლების შემდეგ, ამ 2000 კილომეტრის გავლის შემდეგ კი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე პიკაპი, ამ კატეგორიის ავტომობილისთვის დამახასიათებელი პლუსებით და მინუსებით,» - ასე შეაფასა ჩვენმა სტუმარმა, ვიტოლდას მილიუსმა Great Wall Wingle 6.



იხილეთ სტატია:
ევროპელის თვალით დანახული საქართველო

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ჩინელები აღარ ხუმრობენ!
ძვირფასი ჩინური ყველგანმავლის პირველი გამოცდა

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად