ფორმულა 1-ში უკვე არის ერთი ამერიკული გუნდი, ეს არის Haas F1 Team, თუმცა ძალიან მალე სამეფო ცირკის რბოლებს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია შეუერთდება. ამის შესახებ General Motors-ში განაცხადეს. შედეგად კი ბრენდის ისტორიაში პირველად Cadillac ჩაერთვება ფორმულა 1-ის სერიაში. როგორც კონცერნში აცხადებენ კომპანიას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მათთვის ახალი გამოწვევაა ფომრულაში ჩართვა.

საჯინიბოს ერქმევა Andretti Cadillac, თუმცა კონკრეტული ვადები როდის მოხდება დებიუტი ჯერ არ ხმაურდება. არც FIA-ს დაუწყია ჯერ ფორმულა 1-ის ახალი გუნდების მოძიების პროცესი.

მოსალოდნელია, რომ კოლექტივი ბაზირებული
იქნება შტატებსა და ბრიტანეთში. ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებს Haas F1 Team. პროექტის რეალზიებას შეუდგება Andretti Autosport, რომელსაც აქვს გამოცდილება ისეთ რბოლებში მონაწილეობის როგორებიცაა IMSA WeatherTech SportsCar Championship შტატებში და ემზადება დებიუტისთვის ჩემპიონატში FIA World Endurance Championship.