ჩვენ ვიცნობთ A-Class-ს როგორც ჰეჩბეკს და მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის შემქნილ სედანის ვერსიებს, ხოლო გლობალური ბაზრისთვსი განკუთვნილი სედანის პრეზენტაცია პარიზის ავტოსალონზე გაიმართება. ავტომობილი Audi A3 სედანისა და BMW 2 Series Gran Coupé-ს კონკურენტად მოიაზრება.
ის კომპანიის სამოდელო გამაში C-Class-ის სედანზე დაბლა განთავსდება და გახდება კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი ოთხკარიანი მოდელი, 1982 წელს წარმოდგენილი მოდელ 190-ის დარად, რომელიც შემდეგ გადაკეთდა როგორც C-Class-ი.
კომპანიის განცახდებით ავტომობილი თავდაპირველად მხოლოდ ორი ძრავით იქნება
პირველ ჯერზე წარმოდგენილი 1.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი 161 ცხენისძალიანი და 1,5 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი დიზელის 114 ცხენისძალიანი ვარიანტები. ორივე სტანდარტული ექვსაფეხურიანი მანუალური გადაცემათა კოლოფი ექნება, თუმცა ოპციის სახით განიხლება ჰეჩბეკში გამოყენებული შვიდსაფეხურიანი ავტომატიკაც. სტანდარტულად სედანი წინაამძრავიანი იქნება თუმცა საუაბრია ასევე სრული ამძრაობის ვარიანტის გამოჩენაზეც, მათ შორის იქნებიან A35 4Matic და A45 4Matic მოდელები AMG -ის დივიზიონიდან.
ვიზუალურად ავტომობილი წინა მხარეს ჰეჩბეკის ანალოგია, ხოლო უკანა მხარეს რათქმაუნდა განსხვავებული ჰეჩბეკისგან. მისი სიგრძე 4549მმ-ია, სიგანე 1796მმ, ხოლო სიმაღლე 1446მმ. შედარებისთვის Audi A3 სედანის ზომაა სიგრძეში saloon 4458მმ, სიგანეში1796მმ და სიმაღლეში 1415მმ
Mercedes-ის განცახდებით მცირე წინა არეალი და დაგრძელებული უკანა მხარე ავტომობილს მეტად აეროდინამიურს ხდის და ის ამ კლასში ლიდერია. რაც შეხება საბარგულს ის 420 ლიტრიანია და 5 ლიტრით ჩამორჩება კონკურენტ A3-ს.
რაც შეეხბა ინტერიერს აქ გვხდება ზუსტად ანალოგიური სამუშაო დაფა რაც ჰეჩბეკში და იგივე ინფოტაინტმენტ სისტემა MBUX თაჩსქრინ კონტროლითა და ხმოვანი მართვის ფუქნციით.
ავტომობილი შექმნილია Mercedes-Benz-ის MFA II პლატფორმაზე . მისი წარმოება რაშტატის ქარხანაში გერმანიაში და მექსიკაში აგუასკალიენტოს საწარმოში დაიწყება, რომელიც გახლავთ კომპანიის საზიარო საწარმო Renault-Nissan-თან. ხოლო ჩინეთისთვის განკუთვნილი დაგრძელებული ვარიანტის წარმოება კომპანიის პეკინში არსებულ საწამროში განხორიცელდება.
რაც შეეხება ფასს მისი სასტარტო ღირებულება 29 ათასი ევროდან დაიწყება რაც მას Audi A3 სედანზე უფრო ძვირს ხდის.
A-class სედანი ეს არის რიგით მეექვსე წევრი კომპანიის კომპაქტების ოჯახში - A-Class ჰეჩბეკი, B-Class, CLA coupé, CLA Shooting Brake და GLA ქროსოვერის შემდეგ ამ ჩამონათვალს კი 2019 წლიდან ასევე შეუერთდება GLB.