Land Rover Discovery 2004-დან ის უნდა აღმოაჩინოთ!
Land Rover Discovery 2004-დან ის უნდა აღმოაჩინოთ!
23.12.2018
მე-3 თაობიდან Discovery-ს საკმაოდ თამამად გირჩევთ, თუმცა ფეისლიფტის (2009) შემდგომი ვერსია უკეთესია

2004 წელს, როცა "ლენდროვერმა" Discovery-ს მესამე თაობა წარმოადგინა, ვეღარავინ თქვა ის, რასაც ინგლისურ ავტომობილებზე ზოგადად ამბობდნენ ხოლმე. უგზოობის ბრიტანულმა ავტომობილმა ჯერ დიდი და დაკუთხული ფორმებით მოგვხიბლა, მერე კი საკმაო გამძლეობითაც, რასაც მის წინამორბედებზე ვერ ვიტყოდით.

Auto Bild

ჩვენს ნაფეისლიფტარ მოდელს (2009 წლიდან) Discovery 4-ს უწოდებენ ხოლმე, მაგრამ რეალურად Discovery 3 გახლავთ - ოღონდ Typ LA. ეს, რათქმაუნდა, ფეისლიფტზე მეტი იყო, მაგრამ მაინც - მიიღო ახალი ცხაურა და ახალი მაშუქები. სალონში
ბრიტანელებმა ცენტრალური კონსოლი დახელსაწყოთა პანელი დაალაგეს. პლუს, უფრო დიდი და კომფორტული სავარძლები უსახსოვრეს.

Auto Bild

რაც მთავარია, ბოლოსდაბოლოს, Discovery-მ სწორედ მაშინ მიიღო სათანადო ძრავა: 2,7 ლიტრი მოცულობის V6 დიზელი 3.0 V6-მა შეცვალა, რომელსაც 440-ის ნაცვლად უკვე 600-ნიუტონმეტრიანი მაბრუნებელი მომენტი ჰქონდა. ეს გახლდათ 2,6 ტონაზე მეტი წონის მქონე ყველგანმავლის გაცილებით უკეთესი შესრულება.

Auto Bild

2011 წლიდან კიდევ რაღაცები შეიცვალა. სიმძლავრის 245-დან 256 ცხენის ძალამდე გაზრდა განსაკუთრებული ამბავი არ ყოფილა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი სიახლე გახლდათ ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელმაც 6-საფეხურიანი ჩაანაცვლა და რომლის წყალობითაც, 100 კილომეტრზე საშუალოდ 1 ლიტრი დიზელი
იზოგებოდა. თუმცა, 6-საფეხურიანი კოლოფითაც საკმაოდ ნორმალურად დადის. სავალი ნაწილიც უნაკლოდ მუშაობს. თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, აუცლებლად შეამოწმეთ შემდეგი: ძარის ასაწევად კომპრესორს წესით რამდენიმე წამი უნდა დასჭირდეს. თუ დიდხანს გრძელდება და ხმებსაც გამოსცემს, მალე ახლის შეძენა დაგჭირდებათ, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა. კარგად შეამოწმეთ დინამოც, რომელიც მალე კვდება ხოლმე. ჩვენს სატესტო ეგზემპლარს 290 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, მაგრამ დეფექტი ვერ აღმოვუჩინეთ. თუმცა სიფრთხილე გმართებთ: ამ მანქანას გარბენის ჩამომყრელები ეტანებიან!

Auto Bild

DISCOVERY 4 მესამე თაობის სერიოზული ფეისლიფტია

Auto Bild

"ლენდროვერმა" ეს ავტომობილი მრავალმხრივ გააუმჯობესა, თუმცა ელექტროობაში გარკვეული პრობლემები მაინც დარჩა. ხშირად ფუჭდება უკანა მინის საწმენდი, საბარგულის კარის საკეტი, შუშების ელ. ამწევები.

Auto Bild

შედარებით იშვიათია, მაგრამ მაინც: ძრავამ, გადაცემათა კოლოფმა და მანაწილებელმა კოლოფმა, შესაძლოა, ზეთი დაიკლოს. ამიტომ, შეძენის წინ, ქვემოდან ყველაფერი კარგად უნდა შეამოწმოთ. ავტომობილის დიდი წონა სავალი ნაწილის, საბურავებისა და მუხრუჭების სწრაფ ცვეთას იწვევს.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად