მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ავტომობილი გადაადგილების საშუალებაა და მეტი არაფერი. ასეთებს არ სურთ, რომ სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ. უბრალოდ, ამის მოთხოვნილება არ აქვთ. და როცა გაიგებთ, რით გადაადგილდებიან ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი და IKEA-ს დამაარსებელი, ალბათ გაგიკვირდებათ. თუმცა, გასაკვირი არაფერია. მაშ ასე. რამდენიმე ასეთ უცნაურ წყვილს (მილიარდრი/ავტო) ერთად გავეცნოთ:
უხერხულია, როცა „პორშე 911-ს“ უბრალო ავტომობილად მოვიხსენიებთ, მაგრამ 1991 წელს გამოშვებული 911 ასეთებში მაინც შეიძლება გავიყვანოთ. სხვათა შორის, ბატონ გეიტსს მეორე „პორშეც“ ჰყავს, გაცილებით პრესტიჟული 959. ოღონდ, მისით ყოველდღე არ სარგებლობს.
უორენ ბაფეტი - Lincoln Towncar
ეს ავტომობილი ერთ დროს მდიდარი ამერიკელების სიმბოლო იყო, მაგრამ დაძველდა და მილიონერებისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენს. თუმცა ბაფეტისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, რომელიც 42 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, ძველი „ლინკოლნთ“ გადაადგილდება. სანომრე ნიშანზე Thrifty აწერია, რაც მომჭირნეს, ეკონომიურს ნიშნავს.
ინგვარ კამპრადი - Volvo 240 GL
IKEA-ს დამფუძნებელი ალბათ ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია. ის უნვერსალ 240 GL-ით გადაადგილდბა, რომელსაც შვედური კომპანია 1974 წლიდან აწარმოებდა. ამ კაცის ქონება 28 მილიარდ დოლარს აღწევს, ის კი ამ „ვოლვოს“ გარდა, ხშირად მეტროთი და ველოსიპედითაც მგზავრობს ხოლმე!.. ვიკინგი მეომრების შთამომავალი ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას.
პოლ ალენი - Mazda B-Series
გეიტსის პარტნიორი რამდენიმე სუპერ ავტომობილის მფლობელია, მაგრამ ყველაზე ხშირად უბრალო, „მაზდას“ B-სერიის პიკაპით სარგებლობს.
აკ-ვალიდ ბილ ტალალ ალ-საუდი-Infiniti FX45
საუდის არაბეთის პრინცისთვის ეს ავტომობილი უბრალოზე უბრალოა. მის ავტოფარეხში „როლს-როის ფანტომს“ და უამრავ სუპერ ავტომობილს ნახავთ. მაგრამ მისთვის ყველაზე მოსახერხებელი „ინფინიტი FX45“ ყოფილა.
მაიკლ დელი - Hummer H2
„ჰამერზე“ როგორ უნდა თქვა უბრალო, მაგრამ კომპანია „დელის“ დამაარსებლისთვის ასეა. ის ყველაზე ხშირად ამ „ჰამერ H2-ით“ და პირველი თაობის „პორშე ბოქსტერით“ სარგებლობს, თუმცა ფარეხში „პორშე კარერა GT-ც“ ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ლინკინ პარკის ფრონტმენი ჩესტერ ბენინგტონი და მისი მანქანები
ასევე იხილეთ:
ევას ახალი X - ლონგორიას ტესლა შეუყვარდა
პინკ ფლოიდის დრამერის „წმინდა გრაალი“
60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé