უკანა ამძრავი და სამქიმიანი ოპტიკა - გაიცანით Mercedes CLA კონცეპტი
უკანა ამძრავი და სამქიმიანი ოპტიკა - გაიცანით Mercedes CLA კონცეპტი
04.09.2023
გერმანელებმა მიუნხენის მოტორ შოუზე კონცეპტუალური ელექტრო სედანი აჩვენეს, რომელშიც გამოცნობილია ახალი საწყისი დონის მოდელების კოლექტიური სახე. Mercedes-Benz-მა ექსპერიმენტები ჩაატარა ინტერიერში და ექსტერიერში, მიანიშნა ახალ კორპორატიულ იდენტობაზე და ეტალონად დააწესა 750 კილომეტრზე მეტი სვლის მარაგი. მესამე თაობის წარმოების CLA 2024 წელს გამოჩნდება, მანამდე3 კი გავეცნოთ მი9ს პროტოტიპს.

Mercedes-Benz Concept CLA-Class დაფუძნებულია ახალ მოდულურ MMA პლატფორმაზე ძირითადი უკანა ამძრავით. ცნობილია, რომ ელექტრომობილს აქვს 800 ვოლტიანი ელექტროსისტემა, სავარაუდო ენერგომოხმარება 100 კილომეტრზე 12 კილოვატ/საათია, სიმძლავრის რეზერვი კი 750 კილომეტრამდეა. სერიული ელექტრომობილი აღჭურვილი იქნება სილიკონის ან
ლითიუმ-იონური ბატარეებით.



არაპირდაპირი მონაცემებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ: ოთხკარას ექნება 89,6 კილოვატ/საათიანი სასარგებლო ტევადობის ბატარეა. 400 კმ-ისთვის საჭირო მუხტს ის 15 წუტში მიირებს სწრაფი დამტნიდან. სისტემას მართავს ელექტროძრავა, ორსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, ინვერტორები და ელექტრონიკა კი ერთ კორპუსში გაერთიანდება. ერთი 110 კილოგრამიანი მოდული 235 ცხენის ძალას განავითარებს.

სალონშიც ყველაფერი განსხვავებულია…



ელექტრო სედანი იყენებს Vision EQXX კონცეფციის იდეებს: ფსონი ეკოლოგიურად სუფთა მასალებზე, გადამუშავებულ პლასტმასსა და სინთეზურ ქსოვილებზეა გაკეთებული. თუმცა, ნაპას ტყავი ასევე გამოიყენება მის დასასრულებლად.

ცნობილია, რომ MMA პლატფორმაზე მინიმუმ ოთხი მოდელი შეიქმნება: CLA სედანი, ვაგონი და ორი კროსოვერი.
დეტალები არ არის მოცემული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის CLA, CLA Shooting Brake და ახალი GLA და GLB-ის მემკვიდრეები. ახალი საწყისი დონის Mercedes-Benz ევროპაში გაყიდვაში 2024 წლის მეოთხე კვარტალში უნდა გამოვიდეს.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად