Mercedes CLA Concept-მა პრემიერის წინ თვალი ჩაგვიკრა
Mercedes CLA Concept-მა პრემიერის წინ თვალი ჩაგვიკრა
02.09.2023
Mercedes CLA Concept დასახელებული, როგორც "ელექტრული ჰიპერმილერი" და "შემდეგი ნაბიჯი ელექტრომომავლისკენ", კონცეპტი არის მომავალი წარმოების მოდელი და აღჭურვილია მომრგვალებული წინა სახიტა და განათებული ცხაურით.

ფოტოში ჩვენ ასევე შეგვიძლია ვნახოთ ფარები, რომლებიც მოგვაგონებს მერსედესის ვარსკვლავის ლოგოს. სხვა ბევრი არაფერია სანახავი, მაგრამ, როგორც ჩანს, კონცეპტს შეიძლება ჰქონდეს განათებული ზოლი, რომელიც ახვევია ავტომობილს ირგვლივ.

ყველა დეტალს მალე გავიგებთ, მაგრამ უკვე ვიცით რომ CLA იქნება პირველი ავტო, რომელიც დაფუძნებულია Mercedes-ის სრულიად ახალ მოდულურ არქიტექტურაზე. ავტომწარმოებელმა დაამატა, რომ კონცეპტს ექნება „ულტრა ეფექტური ელექტროძრავა, რომელიც პირდაპირ არის
ნასესხები რევოლუციური Vision EQXX პროექტიდან“, რაც მას ელექტროეპოქის „ლიტრიან მანქანად“ აქცევს.

Mercedes-მა განაცხადა, რომ კონცეპტი მოიხმარს დაახლოებით 12 კვტ/სთ/ენერგიას 100 კმ-ზე. შესაბამისად ჩვენ შეიძლება ველოდოთ 750 კმ სვლის დიაპაზონს.

CLA კონცეპტის გარდა, ავტომწარმოებელი მიუნხენის გამოფენაზე ასევე წარადგენს AMG GT E Performance Concept-ს. მათ შეუერთდება ახალი E-Class All-Terrain და E-Class plug-in. EQA, EQB და EQV, სტენდზე იდგებიან Vision One-Eleven და Vision EQXX კონცეპტებიც.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად