Honda-მ ფორმულა 1-ის პილოტს მარჯვენასაჭიანი სუპერქარი აჩუქა
Honda-მ ფორმულა 1-ის პილოტს მარჯვენასაჭიანი სუპერქარი აჩუქა
28.11.2022
კომპანიამ Honda, ფორმულა 1-ის მოქმედ ჩემპიონს მაქს ვერსტაპენს მარჯვენასაჭიანი სუპერქარი აჩუქა. ნიდერლანდელი გახდა მოდელ NSX Type S-ის უკანასკნელი ეგზემპლარის მფლობელი, რომელიც განკუთვნილია იაპონიის ბაზრისთვის. ახალი სპორტქარის გასაღები ვერსტაპენს კომპანიის სარბოლო განყოფილების ხელმძღვანელმა კოიჯი ვატანაბემ გადასცა. ეს მოხდა სპეციალურ ღონისძიებაზე Honda Racing Thanks Day.

ავტომობილის საბაზრო ღირებულება 170 ათასი დოლარია, მისი კაპოტის ქვეშ კი 608-ძალიანი ჰიბრიდული მოწყობა გვხვდება.

Honda ფორმულა 1-დან ფორმალურად უკვე წასულია, თუმცა იაპონური კომპანია განაგრძობს Red Bull Racing გუნდის მხარდაჭერას და ეხმარება მას ძრავების დამუშავებაში. ასე რო წლევანდელი, ვერსტაპენის
მეორე ტიტულში საკუთარი წვლილი ამ იაპონურ კომპანიასაც აქვს შეტანილი.

შეგახსენებთ, NSX Type S-ის წარმოება ნოემრბის შუა რიცხვებში შეწყდა. კომპანიამ მისი სპეც-ვერსია მხოლოდ 350 ეგზემპლარად გამოსცა და ყველა მათგანი უკვე წარმოებული და გაყიდულია.


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად