ფორმულა 1 არასოდეს არ დაბრუნდება რუსეთში
ფორმულა 1 არასოდეს არ დაბრუნდება რუსეთში
29.08.2022
სამეფო რბოლების თავკაცცმა სტეფანო დომინიკალიმ რუსეთში ფორმულა 1-ის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა. „თანხა რომელსაც გვთავაზობდნენ იყო უზომოდ ბევრი, თუმცა არის რაღაცეები რაც განხილვას არ ექვემდებარება. მე ყოველთვის ვამბობ,: არასოდეს თქვა არასოდეს, თუმცა ეს ის შემთხვევაა როცა პირობას გაძლევთ რომ ჩვენ მათთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ და ფორმულა 1 აღარასოდეს არ დაბრუნდება რუსეთში" - განუცხადა მან გამოცემას Sport Bild.

როგორც ცნობილია, რუსეთიდან ფორმულა 1-ის სოჭის გრან-პრის მოხსნის შესახებ განცხადება პირველად მარტში გაკეთდა. ჩემპიონატის ამერიკელმა მფლობელმა კომპანიამ Liberty Media რუს პრომოუტერებთან
კონტრაქტი გაწყვიტა, რომელიც 2025 წლამდე იყო გაწერილი. ამასთან მომდევნო 3 წელი რბოლები „იგორ დრავისის“ ახალ ტრასაზე უნდა გამართულიყო სანქტ-პეტერბურგში.

რუსეთში ფორმულა 1-ის რბოლები 2014 წლიდან ტარდება, თუმცა გეოპოლიტიკური სიტუაციის გამწვავების ფონზე სექტემებრში დაგეგმილი სოჭის გრანპრი გაუქმებულად გამოცხადდა. ამ სპორტიდან მოხსნეს ასევე რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი, რომელიც ამერიკული Haas-ის პილოტი იყო. მასთან ამერიკელებმა კონტრაქტი  სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე 5 მარტს გაწყვიტეს. კონტრაქტი გაწყდა სასპონსორო რუსულ კომპანიასტანაც „Уралкалий“, რომელსაც ამერიკელებმა 13 მილიონი დოლარიც არ დაუბრუნეს, უფრო მეტიც ისინი სპონსორისგან დამატებით 8,7 მილიონ დოლარს ითხოვენ კომპენსაციის სახით.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად