ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
26.06.2019
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს. ამიტომაც არ არის იაფი.

პირველი თაობის X3 ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდით და როგორიც BMW-ს შეეფერება. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა და იმისათვის, რომ BMW-თვის დამახასიათებელი მოლოდინები გაემართლებინა, ანუ, მიუხედავად მაღალი სიმძიმის ცენტრისა, დინამიკური და მანევრული ყოფილიყო, მაქსიმალურად ხისტი გახლდათ. ზედმეტად ხისტი.  აი, მეორე თაობის X3-ში კი (F25), ბავარიელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც საჭირო იყო - სავალი ნაწილის მოწყობისას მეტ კომპრომისზე წავიდნენ. გზაზე  X3
სპორტულად დადის. უგზოობაზეც...

გარდა ამისა: იაფფასიანი პლასტმასების ნაცვლად, ინტერიერში გაცილებით სასიამოვნო მასალები ვიხილეთ და ასე შეძლო X3-მა არა მხოლოდ ”აუდისა” და ”მერსედესის” შესაბამისი მოდელებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა, არამედ იმდენი მოახერხა, რომ თვით BMW X5-საც კი წაართვა კლიენტები. დიახ, მეორე თაობის X3-ის გამოსვლის შემდეგ, მასზე საკმაოდ ბევრი X5-ის მძღოლი გადაჯდა. ამიტომაცაა, რომ მეორე თაობის X3-ები მეორადი ავტომობილების ბაზარზე უმეტესად სრული კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი.

„ავტობილდის“ ჟურნალისტების სატესტო მოდელი 2011 წლის X3 xDrive20d გახლავთ. მართალია, 2 ლიტრი მოცულობის 184-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა სავსებით საკმარისია და ამ მოდელში ყველაზე მოთხოვნადი აგრეგატიცაა,
მაგრამ უმეტესად ავტომატიკასთან კომბინაციაში შეხვდებით.

მეორე თაობის X3 (”შიშველიც” და სრული კომპლექტაციითაც) გერმანიის ტექ. დათვალიერების არქივში ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს. დიზელის ძრავების პრობლემები და სავალი ნაწილის სისუტე უკანა ღერძზე ისტორიას პირველი თაობის მოდელთან ერთად ჩაჰბარდა. ერთადერთი, წინა ღერძის ბერკეტებს, სახსრებს, საჭის განივ საწევებსა და ბუნიკებს არ უყვართ მართვის აგრესიული სტილი. ეს დეტალები 8-ჯერ უფრო ხშირად იცვითება, ვიდრე ამ კლასის სხვა მოდელებში.

ვინც დიზელის ძრავს ხშირად მაღალ ბრუნებზე ამუშავებს, ხშირადვე უნდა ცვალოს დიზელის ჭვარტლის ფილტრი. აქა-იქ ტურბომაც იცის არევა. ესაა და ეს.

სისუსტეები

არ უყვარს მართვის სპორტული სტილი. ყველაზე ხშირად ბუნიკებია გამოსაცვლელი - 8-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ამ კლასის სხვა ავტომობილებში.
ნავიგაციის სისტემა: ნავიგაციის სისტემა ხანდახან იჭედება. როგორც წესი, განახლება (Update) შველის ხოლმე.
საბურავების ცვეთა: ახასიათებს საბურავების არათანაბარზომიერი ცვეთა. ზოგადადაც, სრული ამძრაობის მძიმე წონის გამო, ცვეთა საკმაოდ მაღალია.

დასკვნა:
BMW-ში მეორე თაობის X3-ზე მუშაობისას წინამორბედში დაშვებული შეცდომები გაიხსენეს და აღარ გაუმეორებიათ. ფაქტია, რომ მეორე თაობა პირველთან შედარებით, სამაგალითოდაა გაუმჯობესებული. თუ 10 000 ევროზე იაფი ეღირება, გაითვალისწინეთ, რომ დიდი შანსია, ნაკლებად სანდო ვარიანტი იყოს. ან გარბენი ექნება უსაშველოდ დიდი, ან სხვა სერიოზული პრობლემა...



ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად