როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
26.06.2019
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ? ეს მარკა 2003 წელს დაარსდა, ანუ, 16 წლის წინათ. მას მერე ”ტესლას” მხოლოდ პროგრესი აქვს როგორც იმიჯის, ისე გაყიდვების თვალსაზრისით. მაღალი კლასის სედანის, Model S-ის გამოშვების შემდეგ კი, ”ტესლამ” გაყიდვები არნახულად გაზარდა. შესაბამისად, გაიზარდა მათი წილი მეორად ბაზარზეც, თუმცა ის იაფი ნამდვილად არ ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ ის თავიდანვე ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილია. ამიტომ წლები მის ფასს ძალიანაც ვერ აგდებს. Tesla Model S საქართველოშიც მეორადი
ავტომობილის რანგშიც ხელმისაწვდომი და პოპულარულია.

მოდით, ერთად გავარკვიოთ, როგორი მანქანაა ის გამოშვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

გერმანელების გატესტილ ავტომობილს 200,000 კმ ჰქონდა გარბენი. დიდი გარბენის კვალობაზე ”ტესლა” მაინც კარგ მდგომარეობაშია. მართალია, სალონში ასაკში შესული მანქანისთვის დამახასიათებელი ხმები უკვე ისმის, Model S-ს ეტყობა, რომ ამერიკაშია დამზადებული და დამუშავების ხარისხი აშკარად გასაუმჯობესებელია, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ამ ”ტესლამ” სასიამოვნოდ გაგვაკვირვა: ლითიუმ-იონური აკუმულატორები თითქმის ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც თავიდან და თავდაპირველი შესაძლებლობების 90 პროცენტს იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტექნიკას ჯერ კიდევ დიდი რესურსი აქვს.

4 წლის ავტომობილზე კოროზიულ-მექანიკური
ცვეთა არც ძრავს აღენიშნება და არც ტრანსმისიას. ელექტრონული ასისტენტები ფუნქციონირებენ, ოღონდ ერთი გამონაკლისით: უკანა მარცხენა კარი აღარ იღება. როცა გასაღების მფლობელი მანქანას უახლოვდება, კარის სახელურები გამოდის, მერე კი ავტომატურად ისევ იმალება. როცა ასეთი ”ვუნდერვერკი” აურევს, მფლობელს 800-ევროიან ქვითარს გამოუწერენ, სახეზე კი თანამედროვე ტექნიკის ზიზღი დაეწერება. ოღონდ, ასეთი დეტალები წლების შემდეგ გამოდის მწყობრიდან და არა გარბენის მიხედვით. შესაბამისად, კიდევ ბევრი დრო უნდა გავიდეს იმისათვის, რომ გავიგოთ, მართლაც რამდენად ხარისხიანი და გამძლეა ”ტესლა”. ჯერჯერობით Model S ცუდად არ მიდის...

აღსანიშნავია, რომ მეორადი Model S-ების საკმაოდ დიდ ნაწილს თვითონ მწარმოებელი თავისივე ვებგვერდზე გვთავაზობს. მწარმოებელი ამ მანქანებს მეორე ცხოვრებისთვის ხელს შეავლებს ხოლმე, განაახლებს და გარანტიასაც კი იძლევა.


საერთო ჯამში სოლიდური - მცირე პრობლემები დეტალებში


კარის სახელურები: მოდური თანამედროვე დეტალები ურევს. ახალი სახელური 800 ევრო ღირს.

დამუშავების ხარისხი: ღრეჩოები კოკპიტზე, სავარძლების გადაკვრა და სხვა ასეთი დეტალები - ”ტესლას” ამაზე სამუშაო აქვს.


კოროზია: სულ რაღაც 3 წლის შემდეგ საბარგულის კარის ამორტიზატორების ფოტო ასე არ უნდა გამოიყურებოდეს.


უკანა ფარები: არც ფარი უნდა იცვლიდეს ფერს ასე სწრაფად.


”ტესლა” ყოველთვის ონლაინშია და პრობლემების შემთხვევაში სერვისი პირდაპირ ირთვება. თავიდან უფრო მეტი პრობლემა იყო, მაგრამ ე.წ. Update-ით პრობლემები მოგვარდა. თავდაპირველ მოდელებში იყო ტრანსმისიის პრობლემები, რაც მწარმოებელმა გარანტიის ფარგლებში აღმოფხვრა. იმ დროს, როცა ამძრავის ბლოკი ნაკლებად საჭიროებს სერვისს, გადასაბმელი რვილები ხშირად უნდა შეიცვალოს. ”ტესლა” გვირჩევს, რომ საბურავები ყოველი 10 000 კილომეტრის შემდეგ გადავაადგილოთ.

ტექნიკური მონაცემები
ძრავა: ასინქრონული ელექტროძრავა; ბატარეა: 85-კვ. ლითიუმ-იონური; სიმძლავრე: 270 კვ (367 ცხ. ძ.) 6000-9500 წთ.; მაბრუნი მომენტი: 440 ნმ/0-5800; მაქს. სიჩქარე: 225 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ 5,6 წამში; რესურსი დამუხტვის შემდეგ: 426 კმ; ტრანსმისია: 1-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4970/1964/1445 მმ; საბარგულის მოცულობა: 895-1645 ლიტრი; წონა/ტვირთამწეობა: 2108/482 კგ


დასკვნა:
საკმაოდ დიდი გარბენის მიუხედავად, კარგ მდგომარეობაშია და თანაც, დიდგარბენიანი Model S-ბი ბევრია, რაც იმის ნიშანია, რომ გარბენი ბევრს არაფერს აკლებს. თანაც, ელექტრომობილს გაცილებით ნაკლები სერვისი სჭირდება, ვიდრე შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილს.



ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად