“2017 წლის 30 აპრილს გამართულმა პირველმა შეკრებამ, რომელიც უბრალოდ გაცნობით ხასიათს ატარებდა, დაგვანახა, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვეძლო ვიდრე მხოლოდ მანქანებით აღფრთოვანება - სწორედ ამიტომ, შევძელით და ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება, რომელიც მთელი თავისი შემადგენლობით სიკეთეს ემსახურება,” - აცხადებენ Subaru Team Georgia-ს წევრები.
- სწორედ ასეთი შემართების გამო, უბრალო წამოწყება სულ მალე ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა, რომელმაც უამრავი ბავშვის, მოხუცისა თუ ზრდასრული ადამიანის გული გაათბო.
გუნდის ყოველი წევრი ერთხმად
“ჩვენ უკვე ოფიციალური კლუბი ვართ! „სუბარუს” მარკის ავტომობილებით მივედით ისეთ ადგილებში, სადაც სურსათ-სანოვაგის ხელმისაწვდომობას ამინდი განაპირობებს. მოვინახულეთ ადამიანები, რომლებსაც ცუდი გზების გამო საზოგადოებასთან კონტაქტში შესვლის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ,” - Subaru Team Georgia-ს წევრებმა პირველივე შეკრებაზე გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
კლუბის პრეზიდენტმა, აკაკი მემარნიშვილმა 2017 წლის ივნისში წამოიწყო საქველმოქმედო აქცია #გიწვევშენ. ეს გამოწვევა, სხვადასხვა მარკის ავტომფლობელთა მრავალმა გუნდმა მიიღო და 2017 წლის სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ეს იყო გუნდის პირველი მცდელობა, რომელმაც მათი მოტივაცია კიდევ უფრო გააძლიერა და ამავე წლის მომდევნო თვეებში ესტუმრენ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარს, საახალწლოდ ტკბილეულით გაახარეს ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის პაციენტები, მოინახულეს დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, ასევე რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარი და ბოლოს ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი, სადაც 109 უსაყვარლეს პატარა ადამიანს, საახალწლო სურვილები აუსრულეს.
- "მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებით ჩვენ გვსურს გამოვიწვიოთ სხვა კლუბებიც, რათა გავავრცელოთ ჯანსაღი, პოზიტიური ენერგია. ჩავხედოთ გახარებულ ბავშვებსა თუ მოხუცებს თვალებში და გაგვყვეს ეს სიხარული ცხოვრების ბოლომდე"
თუ გსურთ Subaru Team Georgia-ში გაწევრიანება, გადადით ამ ბმულზე და შეუერთდით ჯგუფს ფეისბუქზე.
სტატია მოამზადა „სუბარუ თიმ ჯორჯიას“ წევრმა ელენე შავგულიძემ
იხილეთ ვიდეოები
სუბარუ თიმ ჯორჯიას საქველმოქმედო აქციები