მაზდას ლამაზი SUV საქართველოშია! (+ VIDEO)
მაზდას ლამაზი SUV საქართველოშია! (+ VIDEO)
17.07.2017
თავგადასავლები გიხმობენ - გაიცანით ახალი Mazda CX-3. დღესდღეობით არცერთი სხვა საავტომობილო სეგმენტი არ არის ისე მზარდი, როგორც პატარა SUV-ების კლასი. უკომპაქტურესი ქროსოვერების პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არნახულად მატულობს და აღარ დარჩა ავტომწარმოებელი, რომელიც ასეთ ავტომობილს არ აწარმოებდეს, ან მინიმუმ წარმოების დაწყებას არ აპირებდეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Mazda CX-3 ამ სეგმენტის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელია. მისი უფროსი ”ძმის”, CX-5-ის უდიდესმა წარმატებამ იაპონელებს თამამად გადაადგმევინა ნაბიჯი, შეექმნათ კიდევ უფრო კომპაქტური SUV, რომელიც ყველაზე მოთხოვნად კლასში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. ახლა კი ეს მშვენიერი
SUV უკვე საქართველოშია - ჩვენ ის ”მაზდა ცენტრი თეგეტაში” მოვინახულეთ და ცოტა გავისეირნეთ.

იხილეთ ვიდეო:
მაზდას ლამაზი SUV საქართველოშია - გაიცანით Mazda CX-3
Auto Bild


ჰიროშიმაში შემუშავებული და წარმოებული, პატარა, ლამაზი Mazda CX-3 დიზაინით იტალიურ მანქანას მოგაგონებთ. თუმცა ამით ახალს არაფერს ვამბობთ, რადგან ექსტერიერის დიზაინით ახალი თაობის ყველა ”მაზდა” გამოირჩევა. ავტომობილი სიგრძეში მხოლოდ 4,28 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ”ფოლკსვაგენ გოლფის” ფორმატის ავტომობილია - ოღონდ, უფრო მაღალი.

სახელიც მიგახვედრებთ, რომ CX-5 მისი უფროსი ძმაა, რომლისგანაც CX-3-მა სრული ამძრაობა, უკანა ღერძი და გადაცემათა კოლოფი მიიღო - ოღონდ,
ყველაფერი მოდიფიცირებული და განახლებული აქვს. შასი Mazda 2-სგან მიიღო, ფორმატით 3-ისკენ იხრება, ხოლო ამბიციით კი Mazda CX-5-ისკენ - ანუ, კომპაქტური კლასის იდეალური წარმომადგენელია.

Auto Bild

ძრავების სიმძლავრე 105-დან 150 ცხენის ძალამდეა. ვფიქრობთ, ქართული რეალობისთვის და ქართველი მძღოლების გემოვნების გათვალისწინებით, საუკეთესო ვარიანტი 148-ცხენისძალიანი ძრავაა - 2-ლიტრიანი მოცულობით.

ეს გახლავთ ატმოსფერული ძრავა, რომელიც ძალიან ბეჯითად მუშაობს და ტურბო-ძრავებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში კი რესურსი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ”მაზდაში” Skyactiv-ძრავებით ძალიან ამაყობენ. ეს აგრეგატები მაღალი კომპრესიით (14:1) გამოირჩევა, რაც ძრავის მუშაობაზე უაღრესად პოზიტიურად აისახება. ძრავა უხმაუროდ და ვიბრაციების გარეშე მუშაობს. მართალია, ატმოსფერული ძრავა მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს გვიან აღწევს, მაგრამ სამაგიეროდ, სიმძლავრე ხაზოვნად მოდის და მანქანა გაზზე ძალიან სპონტანურად რეაგირებს. გარდა ამისა, 204-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის!
  • რაც ასევე მნიშვნელოვანია, Skyactiv-ძრავები განსაკუთრებული ეკონომიურობით გამოირჩევა.
კიდევ ერთი პლუსი: CX-3 ძალიან მსუბუქი ავტომობილია - მიუხედავად ავტომატური გადაცემათა კოლოფისა და სრული ამძრაობისა, სიმსუბუქე სვლის ნებისმიერ მომენტში და, მით უმეტეს, მოსახვევებში იგრძნობა. CX-3 ძალიან სასიამოვნოდ უხვევს - მძღოლი მის საჭესთან არ მოიწყენს.

Auto Bild

ინტერიერში გამოყენებული მასალების ხარისხი მისაღებია. ცხადია, მაგარი პლასტმასი ჭარბობს, მაგრამ იაფფასიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. შესრულება და დამუშავება კი ფაქტობრივად უნაკლოა. სავარძლები საკმაოდ კომფორტულია და შორ გზაზე არ გადაიღლებით. კალსში ერთ-ერთი საუკეთესო ხმაურიზოლაცია, ჯდომის მაღალი პოზიცია, კარგი ხილვადობა წინ - CX-3 არა მხოლოდ ქალაქის, არამედ კარგი სამოგზაურო ავტომობილიცაა.

Auto Bild

უხვად აქვს ასისტენტ-სისტემები - ოღონდ კომპლექტაციების მიხედვით. გასართობ-საინფორმაციო სისტემა თავისი 7-დუიმიანი ეკრანით შეფერხებების გარეშე მუშაობს - ჩვენი ფოტოგრაფი ყველაფერში ორიოდე წუთში გაერკვა და სმარტფონი ავტომობილთან დააკავშირა.

Auto Bild

მართალია, ეს მხოლოდ მცირე გასეირნება იყო, მაგრამ ამ პატარა SUV-ის შესახებ კარგის მეტი თითქმის არაფერი გვეთქმის. CX-3 საკადრისად დადის, ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ პრაქტიკულია და, რაც მთავარია, ძალიან კარგად გამოიყურება. არ უნდა დაგვავიწყდეს ”მაზდას” შთამბეჭდავი საგარანტიო პირობებიც - 5 წელი ან 150 000 კილომეტრი უკვე თავის თავადაც ნიშნავს ხარისხს და გამძლეობას.
შალვა ბუაჩიძე
Auto Bild
Mazda CX-3 Skyactiv AWD
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 1998 სმ3; სიმძლავრე: 148 ცხ. ძ.; მაბრუნი მომენტი: 204 ნმ/2800; მაქს. სიჩქარე: 192 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,7 წამში; ამძრაობა: სრული; გადაცემათა კოლოფი: 6-საფეხურიანი ავტომატიკა; ავზი: 44 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4275/1765/1535 მმ; საბარგულის მოცულობა: 350-1260 ლიტრი; წონა: 1310 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 6,3 ლ. Super/100 კმ; გამონაბოლქვი: 150 გ/კმ; ფასი (მაზდა ცენტრი თეგეტა): 20 900 დოლარიდან;
დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გაყიდვების მენეჯერს: 591 006 993

იხილეთ ვიდეო:
მაზდას ლამაზი SUV საქართველოშია - გაიცანით Mazda CX-3
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მაზდა უფრო და უფრო მშვენდება! განახლებული Mazda CX-5
Auto Bild


ასევე იხილეთ:
„მაზდას“ ავტომობილები შტატებში ყველაზე ეკონომიურია
Auto Bild


10 იაპონური სპორტქარი, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ!
Auto Bild


როგორი იქნება განახლებული Mazda 3?
Auto Bild


როგორი იქნება მაზდას SUV-კუპე?
Auto Bild


მაზდას ახალი, დიდი ქროსოვერი
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


მაზდას სამაგალითო SUV
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად