იტალიელი ქალი მრბოლელი ქართულ გუნდში - მიკელა ჩერუტი ქაჯაიასთან ერთად იასპარეზებს!
იტალიელი ქალი მრბოლელი ქართულ გუნდში - მიკელა ჩერუტი ქაჯაიასთან ერთად იასპარეზებს!
06.04.2017
ძალიან საინტერესო სიახლე TCR-ის ოფიციალური გვერდიდან: ქართულ გუნდს, GE-Force-ს, რომლის ღირსებას, როგორც იცით, დათა ქაჯაია და სერბი დუშან ბორკოვიჩი იცავენ, კიდევ ერთი , მესამე მრბოლელი შეუერთდა!

და რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი მრბოლელი ქალია!

Auto Bild

ეს გახლავთ გამოცდილი იტალიელი, 30 წლის მიკელა ჩერუტი, რომელიც TCR-ის საერთაშორისო სერიის წინა სეზონშიც ასპარეზობდა - ასევე ”ალფა რომეოთი”. ჩერუტიმ შარშან 11-დან მხოლოდ 5 ეტაპში მიიღო მონაწილეობა, შარშანწინ კი ერთ ეტაპზე ირბოლა. მიკელა ჩერუტი ”რომეო ფერარისის” გუნდის წევრია და გასულ შაბათ-კვირას რუსთავშიც იმყოფებოდა - ოღონდ გულშემატკივრის
რანგში.
  • ჩერუტიმ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა დათა ქაჯაიას გამარჯვება და სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა.
Auto Bild

გადაწყვეტილია, რომ TCR-ის მეორე ეტაპზე, რომელიც ბაჰრეინში 14-16 აპრილს გაიმართება, სწორედ მიკელა ჩერუტი მიუჯდება იმ მესამე ”ალფა რომეო ჯულიეტას” საჭეს, რომელსაც რუსთავის ეტაპზე ჩვენი ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა მართავდა. შესაბამისად, GE-Force ბაჰრეინის ეტაპზეც სამი მრბოლელით იქნება წარმოდგენილი - დათა ქაჯაია (38 ქულა), დუშან ბორკოვიჩი (14 ქულა) და მიკელა ჩერუტი.

”მართალია, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ რუსთავში უდიდესი სიამოვნება მივიღე. ”ალფა რომეო” ჩემი უდიდესი სიყვარულია და მთელი გულით ვქომაგობდი ქაჯაიას და ბორკოვიჩს. უბედნიერესი ვიყავი,
როცა დათამ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ”ალფა რომეო ჯულიეტა” ჩემი ”ბავშვია”, მეც მაქვს შეტანილი წვლილი მის დაბადებაში და გაზრდაში,” - აცხადებს იტალიელი, რომელმაც TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიაში (დუბაი, იანვარი) პოდიუმზე ასვლა მოახერხა.

Auto Bild

”დუბაიში პოდიუმზე ასვლის შემდეგ და მას მერე, რაც ქაჯაიამ და ბორკოვიჩმა რუსთავში შესანიშნავად იასპარეზეს, მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა რბოლა და მინდა, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი. თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიჭებს დავეხმარო და გუნდს ქულები შევმატო,” - დასძენს ქაჯაიას თანაგუნდელი.

Auto Bild

მიკელა ჩერუტი 1987 წლის 18 თებერვალს, რომში დაიბადა. ავტოსპრტის გარდა, გატაცებულია წიგნების კითხვით და მოგზაურობით. ავტომრბოლის კარიერა მან 2008 წელს, Alfa Romeo 147-ით დაიწყო და მას მერე, არაერთ საერთაშორისო რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული - ისეთი ავტომობილებით, როგორებიცაა Fiat 500 Abarth, Ferrari 430, Mercedes C63, BMW Z4 და Alfa Romeo Giulietta. ჩერუტის საუკეთესო მოღწევა 2015 წელს, ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაზე მე-6 ადგილი გახლავთ (BMW Z4).
  • გაინტერესებთ, როგორ მართავს მანქანას მიკელა ჩერუტი? ნახეთ ვიდეო!
იხილეთ ვიდეო:
აი, ასეთი მრბოლელია ქაჯაიას იტალიელი თანაგუნდელი

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ქაჯაიას ტრიუმფი საკუთარ კედლებში - არის პირველი ადგილი!
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად