3 ცილინდრის დღესასწაული
3 ცილინდრის დღესასწაული
22.03.2017
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება

3-ცილინდრიანი ძრავა 125 ცხენის ძალით, მოცულობა კი მხოლოდ 1 ლიტრი - ნუთუ შეიძლება, რომ ეს სრული, თავმომწონე კომპაქტისთვის საკმარისი იყოს? დიახ, შესაძლებელია! ოღონდ, ერთი პირობით: ეს აუცილებლად ”ფორდის” ლეგენდარული 1.0 EcoBoost უნდა იყოს - აგრეგატი, რომელიც ზედიზედ სამჯერ ფლობდა წლის საუკეთესო ძრავის წოდებას.

EcoBoost-ძრავებმა სიმძლავრისა და საწვავის ხარჯის შეფარდების მხრივ მსოფლიო ავტოინდუსრიაში ახალი მასშტაბები დაამკვიდრეს, ჩვენ კი თამამად ვიტყვით, რომ ”ფორდის” არცერთ სხვა მოდელს არ
უხდება 3-ცილინდრიანი 1.0 EcoBoost ისე, როგორც Focus-ს!
  • იმიტომ, რომ თვითონ ”ფოკუსიც” აბსოლუტურად შემდგარი კომპაქტია, რომელმაც ამ 1-ლიტრიანი ძრავით, AUTO BILD-ის ხანგრძლივ, 100 000-კილომეტრიან ტესტ-დრაივში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
Auto Bild

”ფოკუსი”, რომელიც იმ ხანგრძლივ ტესტში მონაწილეობდა, სწორედ ის მოდელია, რომელიც ”ფორდის” თბილისის ცენტრმა მცირე გასეირნებისთვის გვათხოვა და რომელსაც ფოტოებზე ხედავთ: ეს გახლავთ Focus 1.0 EcoBoost Titanium, 125 ცხენის ძალით და 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

Auto Bild
  • ძრავაზე ახალი რა უნდა ვთქვათ? ეს არის აგრეგატი, რომელიც ერთი წამითაც კი არ გაგრძნობინებს, რომ 3-ცილინდრიანია.
სწორედ ამიტომ ასახელებდნენ მას
წლის საუკეთესო აგრეგატად ზედიზედ სამი წლის განმავლობაში და ამიტომ აქებს ნებისმიერი ავტოექსპერტი - მნიშვნელობა არა აქვს, ეთანხმება, თუ ეწინააღმდეგება ე.წ. Downsizing-ის, ანუ, ძრავების მოცულობის ეკოლოგიური მიზნებით შემცირების პოლიტიკას.

Auto Bild

ამ ძრავის წარმატებები არა მხოლოდ ტურბოკომპრესორებისა და ”ჭკვიანი” გამანაწილებელი ლილვების დამსახურებაა, არამედ, პირველ რიგში ”ფორდის” ინჟინრების, რომლებმაც არა მარტო ეკონომიური და ამავდროულად გასაოცრად მძლავრი, არამედ საკმაოდ გამძლე პატარა აგრეგატი შექმნეს. გატესტეთ და, გარანტიას გაძლევთ, თქვენც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ მხოლოდ და მხოლოდ 998 სმ3 მოცულობის მქონე 3-ცილინდრიანთან გაქვთ საქმე.

Auto Bild
  • ...და საწვავის ხარჯი? ქალაქში 6,5 ლიტრი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე კომპაქტისთვის გადასარევი შედეგია.
თუ მოინდომებ, უფრო ნაკლებსაც დააწვევინებ. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ასეთი შესრულების მქონე მოდელს უკვე 100 000-კილომეტრიანი ტესტი ჩაუტარეს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ”ფორდის” თბილისის ცენტრში თამამად აცხადებენ, რომ გარანტია 2-წლიანია, არალიმიტირებული გარბენით! ორ წელიწადში 200 000 კილომეტრიც რომ გაიარო, გარანტია მოქმედებს.

Auto Bild

პირველივე კილომეტრებზე დარწმუნდებით, რომ ”ფოკუსი” კომფორტულად და სტაბილურად დადის - მოქნილი და მანევრულია. არც ეს გვიკვირს, რადგან მისი სპორტული ვერსია Focus RS თავის სტიქიაში ”ციდან ვარსკვლავებს წყვეტს” და ”ფოკუსისთვის” სპორტულობა ახალი ამბავი არ არის.

ინტერიერი 2015 წლის ფეისლიფტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - დაიხვეწა მასალების ხარისხი და ”ფოკუსმა” ახალი, თანამედროვე მულტიმედია-სისტემაც მიიღო. სადაც არ უნდა შეახო ხელი, ყველგან იგრძნობა ხარისხი და მონდომება.

რაც შეეხება ფასს: Focus 1.0 EcoBoost Titanium ”ფორდის” თბილისის ცენტრში 17 900 ევრო ღირს.
შალვა ბუაჩიძე
  • P.S. აი, კიდევ რითაა გამორჩეული ეს ავტომობილი:
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად