ახალი Nissan X-Trail: კომფორტული ყველგანმავალი
ახალი Nissan X-Trail: კომფორტული ყველგანმავალი
23.02.2015
როგორი ავტომობილია და რას გვთავაზობს Nissan-ის ახალი გმირი?

”ნისანს” უყვარს ექსპერიმენტები დიზაინში. ამ იაპონური ავტომწარმოებლის მოდელების უმეტესობას ყოველთვის გამოარჩევდა ექსტრავაგანტული ვიზუალი. დიზაინის შეფასებისას ნებისმიერი ადამიანი, ან თუნდაც ექსპერტი თითქმის ყოველთვის სუბიექტურია. მნიშვნელოვნად განსხვავებული დიზაინს შესაძლოა, ვიღაცებს არ მოეწონოთ, მაგრამ ვისაც მოეწონება, სიგიჟემდე შეუყვარდება. აქ და ახლა ”ნისანის” აქტუალური თუ ძველი მოდელების დიზაინის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებთ - გვინდა, წარმოგიდგინოთ, იაპონელების ახალთახალი SUV ყველასათვის კარგად ნაცნობი სახელწოდებით X-Trail, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ”ნისანს” ჩვენს ბაზარზე ოფიციალურად კომპანია ”ჯეო ავტო” წარმოადგენს და სწორედ
ამ კომპანიამ დაგვითმო ახალი X-Trail და ამ ავტომობილთან განმარტოების საშუალება მოგვცა.

Auto Bild

პირველი შთაბეჭდილება: X-Trail ადრე ყოველთვის დაკუთხული და მკაცრი იყო, ახალი მოდელი კი ვიზუალურად ჩამრგვალებულია. თუმცა ამ ავტომობილის მოყვარულებს და მათაც, ვისაც X-Trail აქამდე არ ჰყოლია და ახლა დაფიქრდება მის შეძენაზე, სანერვიულო არაფერი აქვთ: რბილი და მრგვალი ფორმების მიღმა ისევ კარგი ყველგანმავალი იმალება. უბრალოდ, იაპონელებმა ახალი მოდელის დიზაინი თანამედროვე ავტომოდის ტენდენციებს შეუსაბამეს.

SUV-კლასის პოპულარობის ტალღამ უკვე ყველა ავტომწარმოებლამდე მიაღწია და დღეისათვის მრავალმხრივი მოხმარების ავტომობილებად მონათლული ამ კლასის წარმომადგენლები უკვე ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ კუთხეში დგას. შესაბამისად,
გასაკვირი არაა ის, რომ ახალი X-Trail-ის პრეზენტაციაზე ”ნისანის” შეფებიც იმის მტკიცებას მოჰყვნენ, რომ SUV-კლასის ავტომობილები განსხვავებულები და ყველასგან გამორჩეულები არიან. გარდა ამისა, იაპონელებმა ისიც დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ ახალი X-Trail-ის სავარძლები აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან ერთად (NASA) შეიქმნა. ძალიან კარგი. მაგრამ რას ნიშნავს ეს მძღოლისთვის? სხვათა შორის, გაცილებით მეტს, ვიდრე ფიქრობთ: ეს კომფორტული სავარძლები მართლაც არ დაგღლით - ზურგი თვით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგაც არ გეტკინებათ!

Auto Bild

”ნისანმა” საშინაო დავალებები სხვამხრივაც კარგად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ X-Trail-ს დიზაინი გაუმძაფრეს, თანამედროვე მოდას შეუსაბამეს და დაკუთხული ტიპი ჩამრგვალებულ მოდელად გადააკეთეს, მანქანა რეალურად ისევ გულახდილი და სანდომიანი ყველგანმავალია. მოყვება სრული ამძრაობა სიმძლავრის ვარირებადი ან მყარად პროგრამირებადი განაწილებით, ხოლო კლირენსი კი 21-სანტიმეტრიანი, ანუ, უმცროს ძმა Qashqai-ზე 15 პროცენტით მეტი აქვს, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ უგზოობაზე თავი მშვიდად იგრძნო.

დაიხვეწა X-Trail-ის ინტერიერიც, სადაც ახლა თანამედროვე ასისტენტ-სისტემებსაც შეხვდებით - ელექტრონული ასისტენტებით დაწყებული, პარკირების ასისტენტით გაგრძელებული, ვიდრე ავტომატურ ავარიულ დამუხრუჭებამდე. ამასთან ერთად, ცხადია, ახალ X-Trail-ში პრაქტიკულ ღირებულებებსაც უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

მეორე რიგის სავარძლები ერთი ხელის ზომაზე სრიალებს. კონკრეტულ, რა თქმა უნდა, საბაზოზე მაღალ კომპლექტაციებში ავტომობილი ხელმისაწვდომია სავარძლების მესამე რიგიც, რაც ახალ X-Trail-ს ოჯახისთვის ბრწყინვალე ავტომობილად აქცევს. მართალია, დამატებით სავარძლებზე თავს კომფორტულად მხოლოს ბავშვები იგრძნობენ, მაგრამ ესეც საქმეა! ხოლო თუ მგზავრებისთვის ამდენი ადგილი არ გჭირდებათ, მესამე რიგს ჩაკეცილს დატოვებთ და 1928-ლიტრიანი საბარგულით ისიამოვნებთ.

Auto Bild

ზოგადად, ახალი X-Trail მყუდრო ავტომობილია, რომელიც ქალაქშიც კარგია, ქალაქგარეთ მოუქნელი არ არის და უგზოობაზეც თამამად შეტოპავს. მოხვევის სისტემა და ადაპტირებადი სავალი ნაწილიც კომფორტზე ზრუნავენ. NASA-ს სავარძლები იქით იყოს და, ახალი X-Trail კონკურენტებისგან პირველ რიგში სწორედ ამით განსხვავდება და გამოირჩევა.

ახალი X-Trail-ის ხელმისაწვდომი ვერსიები ნისანის ცენტრში

”ნისანის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია ”ჯეო ავტო” ახალ X-Trail-ზე საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობს. ”ნისანის” ახალი გმირის 6 ვერსიაა ხელმისაწვდომი - ფასი 25 900 დოლარიდან იწყება და 35 300 დოლარამდე ადის.

საბაზო, ანუ, ყველაზე იაფ ვერსიას წინა ამძრაობა აქვს. სხვათა შორის, რაც დრო გადის, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს წინაამძრავიან SUV-ებს, რადგან სრულ ამძრაობაში ფულის გადახდა იმ მარტივი მიზეზის გამო აღარ უღირთ, რომ ძირითადად მაინც ქალაქში დადიან. X-Trail-ის საბაზო ვერსიას მოყვება ისეთი აუცილებელი ოფციები, როგორებიცაა კლიმატკონტროლი, ალუმინის დისკები, ABS, მძღოლისა და წინა მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები, ელექტრო-სარკეები, LED-ნათურები, კრუიზკონტროლი და მულტიფუნქციური საჭე.

Auto Bild

არსებობს საბაზო ვერსიის მეორე ვარიანტიც - იდენტური აღჭურვილობითა და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სავარძლების მესამე რიგი ემატება და ამ ვერსიის ფასი 27 500 დოლარია.

ამის შემდეგ მოდის საბაზო ვერსია სრული ამძრაობით (4x4), რომლის ფასიც ”ნისანის” ცენტრში 29 200 დოლარია. ეს ვერსია 5-ადგილიანია და ზემოთ ჩამოთვლილი ოფციების გარდა, ემატება ESP, უკანა პარკინგ სენსორები, უგასაღებო დაქოქვა, რეილინგები სახურავებზე და წინა ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები. მომდევნო ვერსია, რომელიც 30 300 დოლარი ღირს, კომპლექტაციით წინას იდენტურია, ფასს კი ის ფაქტორი უმატებს, რომ 7-ადგილიანია.
მომდევნო საფეხური უკვე შუალედური კომპლექტაციაა სრული ამძრაობითა და 7 ადგილით, რომელსაც კომპლექტაციაში ემატება უკანა ხედვის კამერა, ეკრანი და ელექტრო ლუქი. ამ ვერსიის ფასი 32 900 დოლარი გახლავთ.

Auto Bild

რაც შეეხება ახალ X-Trail-ს მაქსიმალური აღჭურვილობით: ეს გახლავთ სრულამძრავიანი და 7-ადგილიანი ვერსია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლით, რომელსაც შუალედური კომპლექტაციისგან განსხვავებით, ემატება წინა გვერდითა და ფარდისებრი ბალიშები, ტყავის სალონი, მძღოლის სავარძლის ელექტრო-რეგულირება, ნავიგაციის სისტემა, ქსენონის მაშუქები და პანორამული ჭერი. ამ ტოპ-ვერსიის ფასი 35 300 დოლარია.

რაც მთავარია, ”ნისანი” ნებისმიერი ვერსიისთვის გვთავაზობს 4-წლიან გარანტიას (ან 100 000 კმ).

იმ დროს, როცა კონკურენტები აქცენს დინამიკაზე აკეთებენ, ”ნისანმა” ახალი X-Trail-ის სახით ასპარეზზე კომფორტული ავტომობილი გამოიყვანა. ასეთი სიმშვიდე და თავდაჭერილობა ძალიან კარგია. მოგვეწონა ავტომობილის რბილი სავალი ნაწილი, რომელიც გრძელ გზაზე უსტრესო მგზავრობის გარანტიაა.

Auto Bild
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად