ტრადიციული ამერიკელი თანამედროვე ფუნქციებით
ტრადიციული ამერიკელი თანამედროვე ფუნქციებით
05.11.2013
პირველი შეხვედრა ახალ Chevrolet Captiva-სთან, რომლის ფასი ”შევროლეს” ცენტრში 21 900 დოლარიდან იწყება

„შევის“ ქროსოვერი 2006 წლიდან გამოჩნდა. მისი პრემიერა პარიზის ავტოშოუზე შედგა, სადაც უკვე ივარაუდეს, რომ ავტომობილი ერთ-ერთი კარგად გაყიდვადი მოდელი გახდებოდა. „კაპტივა“ აწყობილია General Motors-ის მიერ შემუშავებულ THETA-პლატფორმაზე და შთაგონებულია „შევროლეს“ კონცეპტუალური ავტომობილიდან „S3X“. ჩვენ ახალთახალი „კაპტივათი“ ლისის ტბაზე გავისეირნეთ.

დიზაინი
ავტომობილის დიზაინი ამერიკულ სტილს არ ღალატობს - გვხვდება: ნიკელი, პლასტმასი და, რაც მთავარია, აგრესიული გრილი. 2006 წლის შემდეგ „კაპტივას“ დიზაინი საგრძნობლად შეიცვალა - უფრო მიმზიდველი და დინამიკური
გახდა, რაშიც ხელი ტექნიკურმა ფაქტორებმა შეუწყო. კომპლექტაციის მიხედვით, გვხვდება სამი სახის დისკი, რომელთა დიამეტრი 17 დუიმიდან 19 დუიმამდეა და ყველა ალუმინის შენადნობისგან მზადდება, რაც სიმყარისა და სიმსუბუქის გარანტიაცაა და ავტომობილს ალამაზებს კიდეც.

Auto Bild

ინტერიერი

ინტერიერისათვის გამოყენებულია ტყავი, რბილი პლასტმასი, ხე და ალუმინი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ამერიკულადაა შეზავებული, რომ ავტომობილი თავის ფასზე უფრო ძვირფასად გამოიყურება! სხვათა შორის, ეს ზოგადად „შევროლეს“ ერთ-ერთი უმთავრესი პლუსია - „შევის“ ყოველდღიური მოხმარების მოდელები ხომ ფასთან შესაბამისობის ჩემპიონები არიან.

Auto Bild

სალონში გაცილებით მეტი სივრცეა, ვიდრე ეს გარედან შეიძლება მოგეჩვენოთ. „კაპტივას“ ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი
შვიდი სავარძელია და, რაც მთავარია, ზრდასრული მგზავრები შვიდივეზე კომფორტულად მოთავსდებიან. 7 ადგილი მაქსიმალურ კომპლექტაციას მოჰყვება, რომლითაც „შევის“ ქროსოვერი თბილისის ცენტრში 30 900 დოლარი ღირს.

Auto Bild

ძრავები, სიმძლავრე
Auto Bild
„შევროლეს“ ცენტრში „კაპტივა“ ორი სახის ძრავითა და სამი სახის გადაცემათა კოლოფითაა წარმოდგენილი. ესენია ოთხცილინდრიანი 2.4 ლიტრი მოცულობის აგრეგატი, რომელზეც გვხვდება როგორც 6-საფეხურიანი მექანიკა, ისე 6-საფეხურიანი ტიპ-ტრონიკიც. ზემოთ ნახსენები აგრეგატი 167 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჩვენ მიერ დაგემოვნებული „კაპტივა“ 3-ლიტრიანი, სწორხაზოვანი ექვსცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და 258 ცხენის ძალა ჰქონდა. ავტომობილი პრემიუმზეც არ ამბობს უარს და გვპირდება, რომ საწვავის ხარჯი 10.7 ლიტრი იქნება, რაც ექვსცილინდრიანი და 3-ლიტრიანი ძრავისთვის კარგი მაჩვენებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ პრაქტიკაში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. რაც შეეხება გამონაბოლქვს: ავტომობილი EURO 5 სტანდარტებს ექვემდებარება. „კაპტივას“ გააჩნია დიზელის აგრეგატიც, თუმცა ის ჩვენთან ჯერ არ გამოჩენილა. არადა კარგი იქნებოდა...

ფასები, კომპლექტაცია

„კაპტივას“ ფასი 21 900 დოლარიდან იწყება, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის გრანდიოზული ფასია, მაგრამ, საინტერესოა, რას გვთავაზობს „შევი“ საბაზო ვერსიაში? ესაა 2.4-ლიტრიანი ძრავა 167 ცხენის ძალით, გადაცემათა მექანიკური კოლოფი და წინა ამძრაობა. ამ აღჭურვილობით „კაპტივამ“ 100 კილომეტრზე საშუალოდ 8.6 ლიტრი საწვავი უნდა მოიხმაროს.

რაც შეეხება ოპციებს: ფასის მიუხედავად მოჰყვება 4 მიმართულებით რეგულირებადი მულტიფუნქციური საჭე, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი 10 აირბალიში. General Motors-ში უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რაც EURO NCAP-ის ტესტებში დაფიქსირებულ ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელში აისახა. საბაზო კომპლექტაციაშია კონდიციონერი და ხელის ელექტრონული მუხრუჭიც.

Auto Bild

ფასთან ერთად იზრდება ფუნქციები და დისკების ზომაც. სრულ კომპლექტაციაში კი ვხვდებით სრულ ამძრაობას, ალუმინის 19-დუიმიან დისკებს, ნავიგაციას (რომელიც ჩვენთან არ ფუნქციონირებს), 7 სავარძელს, წინა და უკანა სავარძლების გათბობას ინდივიდუალურ რეჟიმში, გასაღების გარეშე დაქოქვის ფუნქციას და კრუიზკონტროლს.

დასკვნა
„კაპტივა“ კარგი ავტომობილია, როგორც ყოველდღიურ რეჟიმში ექსპლუატაციისათვის, ასევე ქალაქგარეთ ოჯახური გასეირნებისთვის. ამერიკული ხარისხი და დინამიკა კარგადაა შერწყმული. რაც მთავარია, საქართველოში სერვისის მხრივ პრობლემები გამორიცხულია.
ირაკლი ციქურიშვილი

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
ძრავის მოცულობა: 3195 სმ3 ლ • სიმძლავრე: 258 ცხ. ძ. • 0-100 კმ/სთ 8.6 წამში • მაქს. სიჩქარე: 204 კმ/სთ • ტრანსმისია: 6-საფ. ავტომატიკა • ამძრაობა: სრული • კლირენსი: 200 მმ • წონა: 1770 კგ • საბარგულის მაქს მოცულობა: 1450 ლ • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4673/1868/1756 მმ • საწვავის ხარჯი: 10.7 ლ/100 კმ-ზე
ფასი (შევროლეს ცენტრში): 21 900 დოლარიდან

Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406