ასეა თუ ისე, მიესალმეთ ახალი, მეორე თაობის Mercedes-AMG GT Coupe-ს. ეს მაღალი წარმადობის ავტო, ახალ თაობაში გადაიქცა უფრო პრაქტიკულ 2+2 ავტოდ,
AMG GT 63 გამოიმუშავებს 577 ცხენის ძალას 800 ნმ მაბრუნს, მისი ორმაგად ტურბირებული 4,0 ლიტრიანი V8-დან, რასაც ჩვენ კარგად ვიცნობთ SL 63-დან. ის ადგილიდან 60 მილამდე 3,1 წამში ცქარდება, რითაც როდსტერს 0,4 წამით ჯობნის. უფრო დამშვიდებული AMG GT 55 კი 469 ცხენს გამოიმუშავებს და 700 ნმ მაბრუნს, რაც ასევე იგივეა რაც SL-55-ის მაჩვენებელი. მას 60 მილამდე ასაცქარებლად 3,8 წამი სჭირდება. ტოპ ვერსიის მაქსიმალური სიცქარე არის 315 კმ/სთ, ხოლო 55-იანის 295 კმ/სთ. ორივე არის სრული ამძრაობის და დაწყვილებულია 9-სიცქარიან ავტომატთან
ავტომობილი დილერებთან მომავალი წლიდან გამოჩნდება. მისი ფასი ჯერ უცნობია, თუმცა შედარებისთის გაგახსენებთ, რომ SL 55 ღირს $141,300 ხოლო SL 63 $183,000.