გამძლეობა: ძალიან გამძლე, უპრობლემო ავტომობილია. სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ შეექმნება
სერვისი: ხელოსნები არიან, სერვისი მარტივია და ძვირიც არ არის. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: იშოვება ყველაფერი, მისაღებ ფასად. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: თავისი კლასისთვის საკმაოდ კომფორტული და პრაქტიკული ავტომობილია
სალონი: საკმაოდ დიდი, ტევადი და სადა სალონი აქვს. ხარისხიც იგრძნობა
გამავლობა: ნორმალური გამავლობა აქვს. არ არის უგზოობისთვის დამზადებული
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: მარცხენა-საჭიანი ავტომობილის შემთხვევაში ევროპის ქვეყნები და ამერიკა. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის. თუკი მარჯვენა-საჭეზე პრობლემა არ გაქვთ, მაშინ იაპონია იდეალური ვარიანტია
წყარო: შპს ,,სენა მოტორსი". ჰონდა მოტორ კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში